“მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა – თქვენ პასუხს ისევე აგებთ, როგორც ისინი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემენ. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტების და მათთან დაკავშირებულ პირთა მთელ ქონებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს ჩამოერთვათ, სადაც არ უნდა იყოს. გიყვართ მდიდრული ცხოვრება, აყვავებული ქვეყნები? ეს ყველაფერი აღარ გექნებათ და ეს მხოლოდ დასაწყისია.
თოქ-შოუებში არცერთი სიტყვა არ თქვეს სიმართლე. რუსებს ატყუებენ, თითქოს საავადმყოფოში არ იყვნენ პაციენტები, სამშობიაროში არც ქალები და ბავშვები იყვნენ. ატყუებდნენ, რომ თითქოს იქ ნაციონალისტები დასახლდნენ… ისინი როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად იტყუებიან“
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.