“გიხაროდენ, დედაქალაქო, ბედნიერო. თქვენმა რჩეულმა, ფსიქოლოგიურად სამტრედიელმა ვაგონის პრავადნიკმა, სპორტულად ავტოგოლამ, თქვენებურად
ქალაქურ-ტო-ურად, ძალად გასვეტებულმა თბილისის მილიარდერმა მერმა, გაზის მთავარმა მაფიოზა კალაძემ ისევ გაგიზარდათ გაზის ტარიფი.

ახლა კვლავ დათვალეთ ჩემი ხელფასი და ჩემი სახლის აგურები და შემოდგომაზე კვლავ ნუ მოგვცემთ ხმას. ჰოდა, უარეს შედეგებსაც უსწრაფესად ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ. 30 წელია ლეიბორისტებს კბილებით გვეჭირა გაზის ტარიფიც და თქვენ ისევ საკუთარ მახრჩობელებს აძლევდით ხმას”

ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში გაზის ტარიფის 8 თეთრით გაზრდაზე.