მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ გლდანის ციხეში, რომლის საავადმყოფოშიც ექსპრეზიდენტი იმყოფება, საპოლიციო ძალები შეჰყავთ.
სატვირთო მანქანები, რომლებშიც სამართალდამცველები ისხდნენ, ციხის ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ.
ცნობისთვის, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ შეჰყავთ იძულებით მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში. საღამოს უწყებამ კიდევ ერთი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.













