გლდანის ციხის საკარანტინე სივრცეში ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის #8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში მყოფ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურში  აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია”, – აღნიშნავენ უწყებაში.