გლდანულაში ნაპოვნი ახალშობილის ცხედართან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავინ დაგვიკავებია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანულაში ახალშობილის ცხედართან დაკავშირებით ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა დაიკითხა რამდენიმე პირი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა.

უწყების ცნობით, ცხედრის გადასვენება მისი პოვნის შემდეგ სტანდარტების დაცვით მოხდა.

“დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, სტანდარტების სრული დაცვით მოხდა ცხედრის გადასვენება ექსპერტიზაზე”,- აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალშობილი არასრულწლოვანმა დედამ მშობიარობის შემდეგ ეზოში დატოვა, დილით კი ცხედარი მეეზოვემ იპოვა.