შრომის ინსპექციამ თბილისში, გლდანის რაიონში 10 000 ლარით დააჯარიმა რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა.
“შრომის ინსპექციამ, კრიმინალურ პოლიციასთან ერთად დღეს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა გლდანში, ხიზანიშვლის ქუჩაზე, სადაც იურუდიული პირი ახორციელებდა არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა სოციალურ ღონისძიებას, ქორწილს და მის მიმართ გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიება. განისაზღვრა ფულადი სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით”, – აღნიშნეს ინსპექციაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარიტუალო დარბაზი თუ კვების ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიება ჩატარდება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.