ვრცელდება, გლდანში დაპირისპირების კადრები, სადაც კარგად ჩანს იარაღი, რომელიც დაპირისპირების ერთ-ერთ მონაწილეს უჭირავს ხელში. კადრები “მთავარმა არხმა” მოიპოვა.
როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში, წერს, იარაღიანი პირი კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, დათო კვიჟინაძეა.
გლდანში ვითარება დღეს შუადღეზე დაიძაბა, როდესაც 84-ე საარჩევნო უბანზე სროლის ხმა ისმოდა.