გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილთაგან, 3 არასრულწლოვანია.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.