გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა

გლდანში ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

”რამდენიმე წუთის წინ, უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში იყო ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

გთხოვთ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქენი ოჯახიᲡ და მეობლების სიცოხლეს,” – ნათქვამია განცხადებაში.