გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩა დაიტბორა. შემთხვევა “მაქსილენდის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი სანიაღვრე სისტემის არარსებობაა.
“წელიწადნახევარი რომ აკეთებდა კალაძე და ვერაფრით ვერ მორჩნენ, ახლა ქუჩა პატარა ნალექის პირობებში დაიტბორა. კითხვა დედაქალაქის მერთან: რატომ იყო წყალდიდობა დღეს ხიზანშიშვილზე და იყო თუ არა ეს სანიაღვრე სისტემის არარსებობს გამო. აქაც ხო არ დაგავიწყდათ ჭები?”- განაცხადა ხაბეიშვილმა “მთავართან”
ცნობისთვის, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ გასული წლის 1-ელ მაისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.