გმირთა მოედანზე ავტომობილი სკუტერს დაეჯახა – სკუტერის მძღოლი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, გმირთა მოედანზე მსუბუქი ავტომობილი scroll–ის სკუტერს დაეჯახა. სკუტერის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის მძღოლი კი პოლიციას ჩაბარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.