“გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც, ყურის აწევით და დატუქსვით ილაპარაკეთ თქვენს პარტიაში”- ეს განცხადება, დღეს ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში” პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
” ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და დაავიწყდა დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” შუშის სასახლესთან ბრძოლა და 2 ადამიანი, რომელიც მთელ ოპოზიციურ სპექტრში ეხა თუ ვინმეს გონია ნაციონალური მოძრაობიდან რომ კანდიდატურა რომ არ დააყენეს “ხუთიანი” საბურთალოზე ამისგამო მადლობას ვიტყვი და ვაშაძესთან ისნის რაიონში დაივიწყებენ ყველაფერს რომ ეს გუშინწინდელი ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი ვაშაძეა, 20 ივნისამდე რომ ძალიან გვჭირდებოდა ეს ის ვაშაძეა მაშინ რომ ჩხარტიშვილის სიძედ არ იყო მოხსენიებული და თუ ეხა ვინმეს ჰგონია რომ მე ამიტომ ბედნიერი და კმაყოფილი და მადლობებით სავსე ვიქნები. ეხა მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას. ჩემო კოლეგებო თქვენი კეთილსინდისიერების და სინდისის მიხედვით გნებავთ დააყენეთ კანდიდატურა საბურთალოზეც. რაღაცები აქ ვიღაცებს ერევათ და ყურის აწევით და დატუქსვით ელაპარაკეთ ერთმანეთს თქვენს პარტიაში.” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.