სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში განცხადებების გავრცელების შემდეგ, ის ახალგაზრდებს ნამდვილად ხვდებოდა, თუმცა ირწმუნება, რომ მათზე ზემოქმედებას არ ახდენდა.
მისი თქმით, დანაშაული არა ჩანაწერების შინაარსი, არამედ მისი “შენახვა, მოდელირება და გავრცელებაა”
“ჩანაწერები, რომლებიც უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს, სამი ადამიანის, მათ შორის ერთი არასრულწლოვნის და რაზეა ლაპარაკი? გნებავთ ჭორაობა ვუწოდოთ და ესაა დანაშაული? დანაშაულია მისი უკანონოდ მოპოვება, მისი შენახვა, მისი მოდელირება და გავრცელება”, – ამბობს ჩუბინიძე “იმედთან საუბრისას.