გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე “არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება”. უწყებაში  ამბობენ, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.