გოგაშვილის თქმით სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა

“კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტრის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სუს-ს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე სოსო გო­გაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა 18-კა­ცი­ა­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა შექ­მნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 18 კაციან ტერორისტულ დაჯგუფებას, ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა, ხოლო ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დევს. ამის შესახებ გოგაშვილმა , ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

“წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით შე­იქ­მნა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია შედ­გე­ბო­და 18 ადა­მი­ა­ნის­გან, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ახ­მეტ ჩა­ტა­ე­ვი.ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის საქ­მე არ­სე­ბობს, დევს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მა­მაო ჩვე­ნო­სა­ვით იცი­ან ეს საქ­მე. ან და­ხუ­რონ ეს საქ­მე ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. საქ­მე ფა­ტობ­რი­ვად დას­რუ­ლე­ბუ­ლია და სა­ა­კაშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი პი­ჯა­კებ­ზე კი არა ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი… და­მირ­ე­კონ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და საქ­მის ნო­მერს ვე­ტყვი, მტვე­რია გა­და­საწ­მენ­დი.ეჭვი გე­პა­რე­ბათ იმა­ში, რომ დღეს უწყე­ბებ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან? დღეს რომ გაჰ­კი­ვი­ან “ოც­ნე­ბას” და 41-ი წარ­წე­რი­ა­ნი მა­სი­უ­რის ქვეშ წი­თე­ლი მა­ი­სუ­რი არ აც­ვი­ათ? ძა­ლი­ან ბევ­რი მოქ­მე­დი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია, რომ­ლე­ბიც იმ დროს “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დროს მის­ტი­რი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” და­ა­წი­ნა­უ­რა ისი­ნი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბის ერ­თგუ­ლე­ბად რჩე­ბი­ან, მათ შო­რის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის” – განაცხადა გო­გაშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე,  სპეცოპერაციის შედეგად ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა ამ შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი – ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საველე მეთაური აჰმედ ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი.