“გოგაშვილმა ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცოდა. ვაიძულებთ, პროკურატურაში ჩვენება მისცეს” – მუხთარლი

“გოგაშვილმა ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცოდა. ვაიძულებთ, პროკურატურაში ჩვენება მისცეს” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ახალ განცხადებას ეხმაურება სადაც ის აცხადებს, რომ მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსის ზონდერებმა გაიტაცეს და შემდეგ ეს ჩანაწერები წაშალეს.

“საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილემ განცხადება გაავრცელა იმ ბარში საიდანაც მე ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გამიტაცეს. სოსო გოგაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს. დღეს, ერთი საათის წინ, გოგაშვილმა ადვოკატების დახმარებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა რომ მე, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, შემდეგ კი კამერის ჩანაწერები წაშალეს. სოსო გოგაშვილი როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი გატაცების საქმის კურსში იყო. ვაიძულებთ მას რომ პროკურატურაში ჩვენება მისცეს.”- წერს აფგან მუხთარლი.