გოგებაშვილზე მკვლელობის ფაქტზე დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ,  4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, კ.კ. დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.

როგორც უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ განაცხადა,  დაჭრილი გივი მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც საპასუხო ცეცხლის დროს თავდამსხმელი მოკლა, დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი . დასაცავი პირის ნათესავ .მ-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად, .მ-ს შეიარაღებული ს. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლსასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ს.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა კვარაცხელიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, გუშინ, დედაქალაქის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივი სროლის დროს, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი დაიჭრა.

“მთავარმა არხმა” გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა. კადრებში ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც სისხლიან გარჩევაში არაერთი პირი ჩაერთო, მათ შორის მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა და მისი ლიკვიდირება მოახერდა. ცნობილია, რომ მომხდარის შედეგად 2 პირი დაიჭრა – ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე – მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე.