გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს – აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა, 75 ლარი გადახდილი ჰქონდათ.
ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი.ერთ-ერთი პაციენტის თქმით, როდესაც მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც. პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.