შსს-მ გოგი წულაია დააკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შსს-მ დააკავა.

ის ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგს მართავდა და სავალუტო ჯიხურების დახურვას აპროტესტებდა, რა დროსაც პატრულის თანამშრომელმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც წულაიამ უპასუხა, რომ მანქანაში ჰქონდა.  შსს-ს თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ გოგი წულაიამ სამართალდამცველებს მიმართა სიტყვებით  –  „დედას გიტირებთ“.

წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მას ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.