გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.მისივე ცნობით, გოგი წულაია ადვოკატთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა.
“დღეს იყო ჩანიშნული გოგი წულაიას პაემანი ადვოკატთან, მაგრამ ვერ შეძლო კონტაქტი, ცუდად გახდა, წაიქცა. არ ვიცი რა გითხრათ, 15 კილოგრამი აქვს დაკლებული 10 დღეში, არ იღებს არც საკვებს, არც მედიკამენტებს,” – განაცხადა ადვოკატმა.