მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი “ადამიანურად განადგურებულია”.
“რაც შეეხება ქალბატონ ნინო გოგორიშვილს, მან პრაქტიკულად გუშინ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, სამწუხაროდ. თვითონ არის ადამიანურად განადგურებული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმყოფება მძიმე სტრესულ ვითარებაში თვითონაც.
რა თქმა უნდა, თავისი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, ადამიანმა დაწერა დღეს, რაც დაწერა და მოაწერა ხელი იმას რასაც მოაწერა. ის თვლის, რომ საერთოდ შეუძლებელია აქ მისი [სააკაშვილის] ფსიქო-რეაბილიტაცია”, – თქვა გვარამიამ ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ.
მისივე ცნობით, გოგორიშვილმა დღეს დაწერა, რომ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა და სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაცია.