გოგო წულაია დააკავეს

გოგი წულაია დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს.გოგი წულაია ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლით დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წულაიამ ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს”. – წერია განცხადებაში.