გომელაური მაგას ვერ დახურავს, კანონი უნდა დაიხვეწოს – შს მინისტრი ალტ-ინფოზე

“მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, უნდა დაიხუროს თუ არ დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით ვიხელმძღვანელოთ, თორემ გომელაური ვერ დახურავს მაგას და ვერც შს სამინისტროს თანამშრომლები.”- ასე პასუხობს, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შეკითხვას: “უნდა დაიხუროს თუ არა ალტ-ინფო”. ამის შესახებ გომელაურმა, პარლამენტში მინისტრის საათის დროს განაცხადა.

”რაც შეეხება ალტ-ინფოზე შეკითხვას,  უნდა დაიხუროს თუ არა. ამაზე რა უნდა ვთქვა. არანაკლები პრობლემაა შეიძლება იგივე ძალოვნებისთვის, ეს შეხლა-შემოხლა და დაპირისპირებები. ძალიან ცუდი ფაქტებია, გეთანხმებით. თუმცა, მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, უნდა დაიხუროს თუ არ დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით ვიხელმძღვანელოთ, თორემ გომელაური ვერ დახურავს მაგას და ვერც შს სამინისტროს თანამშრომლები.” –  განაცხადა გომელაურმა.