რუსთავის ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი სუსის უფროსის ყოფილ მოდაგილეს, სოსო გოგაშვილს შეხვდა და რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვას ატარებდა მასზე შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით. გოგაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მაზე ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით ციხეში დარეკვის დროს სატელეფონო ზარით განხორციელდა. გოგაშვილის თქმით ის სპეციალურად საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონი დახვდა, რომელზეც გოგაშვილმა დაურეკა.
ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებს დღეს გოგაშვილის ჩვენება მიაწოდა, სადაც წერია, რომ პირველი საუბარი გოგაშვილსა და შს მინისტრს შორის 28 ივლისს საშხაპეში შედგა. გოგაშვილი ამბობს, რომ გომელაურმა მას ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცა.
“საშხაპის კარი იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე, მან ხელი ჩამომართვა და დაბალ ხამზე მითხრა, არ აღელდე, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ შეხვალ დარეკავს და უპასუხე. ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური, ჩვენ შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ბიძინა ივანიშვილი დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები და თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ, საუბარი 30 წუთი გაგრძელდა, ბოლოს გომელაურმა მითხრა, რომ ხვალ დამირეკავდა, ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება”, – წერია ჩვენებაში.
ადვოკატის თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებას დაემატა სოსო გოგშვილის საკნიდან გაყვანისა და შესაძლო მუქარის ფაქტი. მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით თავად მიაწვდის.