მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ყველა პარტიასა და პოლიტიკაზე წინ მეგობრობა დგას.
“წყალსაც წაუღია ყველა პარტია. იმ ბალაგანზე წინ, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, ყველა პარტიასა და პოლიტიკაზე წინ დგას მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული”.
ფიზიკურად დასუსტებული არ არის, მაგრამ ეტყობა, რომ დასუსტებას მალე დაიწყებს. გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს, მაგრამ 23-ე დღეა შიმშილობს. რაც არ უნდა წვენი და წყალი სვა, ძნელია”,– განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 23-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.