გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენცაიზე განაცხადა.
“მე პირადად, იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერებისა და სიბრძნის, რადგან მოქალაქე ხვდება ერთ რაღაცას, რომ კანონის აღსრულება ჯანმრთელობის დაცვა არის სახელმწიფოს პირადაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს.ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი, ბრძენი მოქალაქე, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი.
ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც ჩვენი თითოეული მოქალაქე, სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ, რომ დავრჩეთ სახლში და ნუ დავაყენებთ ეკლესიას იმ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს. ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს, თუ გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს და თუ არ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ავიღოთ როგორც ეკლესიაზე, ისე სახელმწიფოზე?იდეალური იქნებოდა ის, რომ ეკლესია იქნება ღია და კანონი არ დაირღვევა”.