გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ვირუსის მხარეს არიან – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

ევროპული საქართველოს განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა გაიარონ სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა 2-კვირიანი კარანტინი მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებისთვისაც საზღვრები იხსნება, ასეთი ვალდებულება არ აქვთ. მათ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ეხმიანება.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრები ვირუსის მხარეს არიან.

„რაც შეეხება რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის პოზიციებს, ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ მათგან, რომ ნებისმიერი თემიდან ცდილობენ გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას. როდესაც ჩვენ თავიდან ვიღებდით პრევენციულ ზომებს, მაშინაც გვესმოდა ამასთან დაკავშირებით უსაფუძვლო კრიტიკა. ეს მე მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად არიან ვირუსის მხარეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის.