“ჩემი დავალებით ახლა მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი მთავრობა, და ჩვენი ხედვაა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით, რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება ეს იდეა. ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება მზად.
ჩვენი სურვილია საუკეთესო კომპანიები ჩავრთოთ და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავის კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ ამ მხარესა და რეგიონში. ამას სჭირდება სიმშვიდე და სტაბულურობა, ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდებათ რევოლუციები, რასაც ქართული ოცნება თავიდან აარიდებს მოსახლოებას”
განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას.