კომენდანტის საათის დროს გორში მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ წაღებულია სურსათი და ხურდა ფული, თუმცა ჩივილს არ აპირებს.
მისი თქმით, მაღაზიიდან სურსათი მშიერმა ბავშვებმა მოიპარეს, ციხეში წასვლით კი მათ არაფერი შეემატებათ.
“ბავშვები მშივრები არიან. ყველაფერი აკლიათ. რა გააკეთონ?! მშიერი ბავშვი შემოვიდა და მომპარა საჭმელი-სასმელი. წაიღო და იმ დღისით საჭმელ-სასმელი ჰქონდა.
რამდენად გაუჭირდა, შემოვიდა და საჭმელ-სასმელი წაიღო. რასაც დაავლო ხელი წაიღო. ამის გამო ციხეში რომ გავუშვა, რამე შეემატება?! უარესად გაფუჭდება”, — ამბობს სვეტლანა მერაბიშვილი ფორმულასთან საუბრისას.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლითაა დაწყებული.