თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის შესასვლელთან, ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თხევადი აირით დატვირთულ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.