გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა

გორთან მომხდარ ავარიას კიდევ ერთი, მე-6 ადამიანი ემსხვერპლა. ავარიის შემდეგ, დაშავებული მძიმე დაზიანებებით გორის კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს,  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კლინიკაში ამ დროისთვის 10 დაშავებული რჩება.

დღეს, გვიან ღამით ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც თბილისში, ენმ–ს აქციაზე მყოფი ადამიანები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე დაშავდა 11, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).