გორის მერი AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი “ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“,- განაცხადა თავზარაშვილმა.

მერიის ცნობით, ის სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.