გორის მერს დაბადების დღის “საჩუქრად” რუსეთის დროშა დაუხატეს -კონსტანტინე თავზარაშვილს 63 წლის იუბილე გორელებმა აქცია-პერფორმანსით მიულოცეს და მერიის შენობის წინ, მათ სიმბოლურად რუსული დროშა დახატეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა და საბჭოთა ნოსტალგია აწუხებს.
რუსული დროშის მერიის შენობის წინ დახატვის პროცესი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გააპროტესტეს და ხელის შეშლა სცადეს. აქციის ორგანიზატორი “ევროპული საქართველოს” იყო.