გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჰოსპიტალის განცხადებით, ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ქონია.
„ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევა დასტურდება, მათგან 178 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.