გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, მოზარდს ოჯახის წევრები პოლიციასთან ერთად დილიდან ეძებდნენ. როგორც სკოლის კამერების ვიდეოჩანაწერით გაირკვა, გოგონა სკოლაში დილით არ შევიდა და ქუჩაში გააგრძელა მოძრაობა, ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.