გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს

გორში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირი ოფისში ქვებით შევარდა, დაამტვრია ტელევიზორი, კომპიუტერი და მინები.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ეს გორში სათაო ოფისზე თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.

“წინა სამი შემთხვევისას ცნობილები იყვნენ დამრბევები, ყველამ იციან მათ შორის სამართალდამცავებმა, რომ ეს არიან პირდაპირ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ღიად და დაუსჯელად არბევენ ოფისებს და დღეს მეოთხე შემთხვევა მოხდა. წინასაარჩევნო კამპანიაში ასე ძალადობრივად შესვლა უნდათ”,– განაცხადა გოცირიძემ.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.