გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. შედეგად მოკლულია ერთი პირი.
შსს-ს ცნობით, 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1967 წელს დაბადებული ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ გ.ძ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, -აცხადებს შსს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.