გორში მამამ შვილი დაჭრა – კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გორში მამამ შვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცს 10-მდე ჭრილობა ბასრი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მამაკაცს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა IPN-ის ცნობით.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.