გორში, სტალინის მუზეუმის ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.