გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდთან მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხედრის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.