გორში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაიჭრა

გორის წმინდაწყლის უბანში ორ ადამიანს ესროლეს – რამდენიმე გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირი კი დაჭრილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსროლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.