გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გორში, ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დაჭრა. დაშავებულს კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში” გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო.