გორში ცეცხლსასროლი იარაღით 42 წლის კაცი მოკლეს

გორში, ვერხვების დასახლებაში 42 წლის კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარი, სავარაუდოდ, კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება.

დაწყებულია გამოძიება. ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.