გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაული ვოლოგდის დასახლებაში მოხდა.
ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა qartli.ge-მ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში კაცის შვილიშვილია ბრალდებული, რომელიც პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.