“საერთოდ, ეს და მსგავსი კანონები არის ამ რუსული კანონების სერიალის გაგრძელება. ის შედეგი, რომელზეც ჩვენ 2-3 წლის წინ ვსაუბრობდით. ის გზა, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო გადის. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი, თუმცა არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, უკვე აქვს მას ადეკვატური გამოხმაურება. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის შეფასება, რომელსაც მსგავს საკითხებზე კომპეტენტური პოზიციის და დასკვნების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენს ამ ბრძოლაში, თუმცა ყველაზე ეფექტური ყოველთვის არის ხალხის მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის ძალა, როგორც ეს რუსული კანონების აქციების დროს გამოჩნდა“,
ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.















