რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ცნობით, მიმდინარე წელს რუსული თეატრები 10 სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. გამოქვეყნებულ თეატრების ჩამონათვალშია ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიც. ასევე რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალლა მალინოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსულ თეატრებს ფინანსურ მხარდაჭერას ორი მიმართულებით გაუწევენ: უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენა და საპრემიერო სპექტაკლების მხარდაჭერა.
“5 მილიონი რუბლი [გამოყოფილი იქნება] სასცენო აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი კი სპექტაკლებისთვის”, – აღნიშნა მანილოვმა.
კულტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსული თეატრების დაფინანსების წყარო იქნება ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია “რუსული სეზონები”.