“მე არ მიკვირს ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბატონი კობახიძის და კალაძის, რასაც აკეთებენ. მე არ მიკვირს მათი გამართლების არგუმენტები, რომ კონტრაბანდა არ არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერ-ეთერ დადიან და საუბრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შავი ხვრელი აღარ დარჩეს და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო. ეს ადამიანი დეპუტატია, თავს ოპოზიციონერად თვლის, მათ შორის ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [ვგულისხმობ], პატივს ვცემ კიდეც წარსულს, მაგრამ მაპატიეთ, სიმართლე არ თქმულა, ბევრ მათ შორის ოპოზიციურ არხზე ამ ადამიანთან დაკავშირებით. აბა, მე გამეკეთებინა ის განცხადებები, რაც მან გააკეთა? ერთი კვირა რეცხა შლანგით ქართული ოცნება. მე არ მომისმენია არც ერთი სიუჟეტიც კი ამასთან დაკავშირებით. ზელენსკი რატომ დგას ასე მაგრად ფეხზე? იმიტომ რომ მან თავისი ადგილი მიუჩინა ბევრ მოღალატეს, სანამ პუტინი იერიშზე წავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პირველ რიგში პირადად აღმოჩნდებოდა ალყაში. მე არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას”
თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში გრიგოლ ვაშაძეზე. ცნობისთვის, პარლამენტის წევრმა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ 22 მარტს უკრაინასთან დაკავშირებით თქვა, რომ “ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება”.