გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

ნაციონალური მოძრაობის მიერყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვაშაძე ევროკავშირის წარემომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, თაკო ჩარკვიანმა, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მას ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა. ხელმომწერებს შეუერთდა გახარიას გუნდიც.