პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძეს პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაწევრიანდეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კომიტეტში ადგილები შევსებულია. მისი თქმით, ვაშაძის კომიტეტში გაწევრიანებას საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ განიხილავენ.
“კომიტეტში არის 15 წევრი უკვე, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია. აქედან გამომდინარე, დამატებით წევრს ჩვენ ვერ მივიღბთ. ეს საკითხი შეიძლება, განხილული იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად, წევრების რაოდენობა გადანაწილდება და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის”,– თქვა სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.