გუდაურის გადასახედი, რომელშიც 660 000 დაიხარჯა, სათანადოდ არ მუშაობს – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში სამი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა გუდაურში ე.წ. “გადასახედის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად.

აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ პროექტი, რომელშიც 660 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, სათანადოდ არ ფუნქციონირებს, მოწყობილი ინფრასტრუქტურა მოუვლელია. ასევე, გადახდის სისტემა, რომელშიც ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტმა 45 000 ლარზე მეტი გადაიხადა, საერთოდ არ მუშაობს.

ორგანიზაციის ცნობით, მაშინ, როდესაც მცხეთა-მთიანეთში 5 ათასზე მეტი ბავშვი საარსებო შემწეობის მიმღებია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საკმაოდ დიდ თანხას არაეფექტიანად ხარჯავს.